Digest Logo

„პალატკაში" გადახვეული შვილი დავმარხე, ვერ დავინახე სახეზე, როგორი იყო“ - მოკლული 19 წლის გიორგი ალხანიშვილის დედა

1707765922
 გიორგი ალხანიშვილი

„პალატკაში" გადახვეული დავმარხე, ვერ დავინახე სახეზე, როგორი იყო ჩემი შვილი“ - ამის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედა საუბრობს. 

„მკვლელი, სადისტი მკვლელი, რომელმაც 19 ჭრილობით მომიკლა შვილი, დამიჩეხა, შვილი დამიჩეხა, დამიმარხა, „პალატკაში" გადახვეული შვილი დავმარხე, ვერ დავინახე სახეზე, როგორი იყო ჩემი შვილი... ერთი შვილის გულისთვის ამდენი ხალხი გაწირა ამ კაცმა... ერთი შვილის გულისთვის, რომ გადაერჩინა, გაეპარებინა... ამდენი ხალხი გაწირა", - თქვა გიორგი ალხანიშვილის დედამ.

ბრალდებულების ადვოკატის თქმით, ისინი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომბრალდებულის მამას 5 წელი, ერთ-ერთ ბიძას 3 წელი მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „მხატვრულ კითხვას მასწავლიდა, მისი გავლენა მაქვს“ - რა ისტორიებს იხსენებს ზვიად დოლიძე გურამ საღარაძის შესახებ

როგორ მიულოცეს ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღე თანაგუნდელებმა?

როგორი ურთიერთობა აქვს მარიამ გოგოლაძეს გიორგი ბარბაქაძესთან და რა შეცვალა პოპულარობამ მის ცხოვრებაში

წყარო: primetime.ge