დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიმდინარე ვირუსზე ისაუბრა.
როგორც გამყრელიძემ გადაცემაში „360 გრადუსი" აღნიშნა, კლინიკებში არსებული ვითარება გამოწვეულია გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით.
„დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა“ - ამბობს ამირან გამყრელიძე.
🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„სურვილი ორივემ ჩაიფიქრეთ“- როგორ ულოცავს ნუკი კოშკელიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს