Digest Logo

პარლამენტთან აქცია „არ აგარევინებთ“ მიმდინარეობს

1636292485
აქცია

პარლამენტთან აქცია „არ აგარევინებთ!“ მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი ადამიანები 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებენ. 

აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობია“.

ორგანიზატორების თქმით, დღეს პარლამენტთან ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომელთაც ახსოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა.

2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით დაარბიეს.