არსებობენ ადამიანები, რომელთათვის პოპულარობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მათგანი ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში იბრძვის, ზოგიც უბრალოდ დაბადებიდან პოპულარულია - ძირითად შემთხვევებში ასეთი ადამიანები უკვე კარგად ცნობილი მშობლების შვილები არიან.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოციალური ქსელების ჭარბმა მოხმარებამ, განვითარებამ და ხელმისაწვდომობამ, ადამიანების ცნობადობა უფრო გაზარდა, მათი პოპულარობა კი გაამარტივა.
„დაიჯესტი“ წარმოგიდგენთ პოპულარული ბავშვების TOP 10-ეულს, რომელთაც პოპულარობა სოციალური ქსელებითა და ტელეეკრანებზე გამოჩენით მოიპოვეს.
1. ემილია (Emili TV)
Emili TV ქართული საბავშვო Youtube - არხია, რომელსაც მამა-შვილი – ლევან და ემილია ალიმბარაშვილები ქმნიან. არხი მაშინ შეიქმნა, როცა ემილია 3 წლის იყო და მას შემდეგ კვლავ აქტუალურობას ინარჩუნებს. ქართველი ბავშვებისთვის ემილიას არხი იქცა გასართობ საშუალებად, რომელსაც ასი ათასობით გამომწერი და მილიონობით მაყურებელი მოწმობს.
ამჟამად ემილია 12 წლის გახლავთ, არხს კი 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ასაკის მატებასთან ერთად ემილიას Youtube - არხმა რა თქმა უნდა გემოვნება და კონტენტი შეიცვალა.
2. ბარბარე ჯანაშია
8 წლის ბარბარე ჯანაშია სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა. თავდაპირველად ბარბარეს ვიდეოებს ტიკტოკ პლატფორმაზე მისი დები აქვეყნებდნენ. მოგვიანებით კი იგი გადაცემა „პატარების დიდ შოუში“ იღებდა მონაწილეობას, სადაც თავისი მრავალმხრივი ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინა. ბარბარეს კარგად გამოსდის სიმღერა, ცეკვა და პაროდიების გაკეთება.
განსაკუთრებით საზოგადოების ყურადღება ბარბარეს უთბილესმა ემოციამ მიიქცია - როცა ემიგრანტ მამაზე ჰკითხეს, ტირილი ვერ შეიკავა.
3. ვაჩე ღვინიაშვილი
ვაჩე ღვინიაშვილი პატარა მომღერალი და არტისტია, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალურ პროექტ „რანინადან“ გაიცნო. მოგვიანებით კი პროექტის თანაწამყვანიც გახდა და თავისი არტისტული შესაძლებლობები გამოავლინა. იგი არა ერთხელ მიიწვიეს სხვადასხვა გადაცემებში, სადაც ურთიერთობებზე ემოციურად საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ვაჩე მხოლოდ 11 წლის არის.
4. „ბატონი დავითი“
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის, აღჭურვილობის, ვაზნების მიმოხილვა, ზღაპრები დიდებისათვის, საბრძოლო ხელოვნება, პარტიზანული ბრძოლის ხერხები, დანა, ცივი იარაღი, ხანჯალი, კულინარია, საჭმლის მომზადება, თვითგადარჩენა, საბრძოლო ხერხები, ისტორია - ეს იმ კონტენტის შინაარსია, რომელსაც ყოფილი სამხედრო, ზურა კვანჭახაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს ხოლმე.
განსაკუთრებით გამორჩეულია მისი შვილი, რომელსაც საზოგადოება „ბატონი დავითის“ სახელით იცნობს. მან პოპულარობა სწორედ მამის Youtube - არხიდან მოიპოვა და საზოგადოებისთვის საყვარელი ბავშვიც გახდა. დიდ ყურადღებას იქცევს მისი იუმორისტული რეპლიკებიც.
@glowwors ბატონი დავითი😅❤#ბატონიდავითი #ბატონიზურა @იარაღის განხილვა ♬ original sound - gio178
5. ნიკე ჩაჩანიძე
6 წლის ნიკე ჩაჩნიძეს, ასაკის მიუხედავად, უამრავი ადამიანი იცნობს. მისი სახალისო ვიდეოები სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ნიკე ნიჭიერი და ენამოსწრებული გოგოა, რომელმაც მისდა უნებურად უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. ერთ-ერთ ინტერვიუში დედა, ხატია ფარსმანაშვილი ჰყვება, რომ ნიკე საზოგადოებამ „ჩიკოს“, მათი თუთიყუშის ვიდეოდან გაიცნო.
6. ნიაკო ნოზაძე
მომღერლის, „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის ქალიშვილმა, ნიაკო ნოზაძემ წლების წინ საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ნიაკო მაშინ თვეების იქნებოდა. მას შემდეგ ცნობადობას ინარჩუნებს სოციალურ ქსელში აქტიურობით და Youtube- არხით, რომელიც მოგვიანებით შექმნა.
7. ანა სულაბერიძე
ანა სულაბერიძე ტელეწამყვანის, პროდიუსერის ნოე სულაბერიძისა და მოდელის, ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილია, რომლის ვიდეოებსაც სოციალურ ქსელში წყვილი პერიოდულად გვიზიარებს. ანა განსაკუთრებულად თბილი და ჭკვიანი ბავშვია, სწორედ ამიტომ საზოგადოების ყურადღება მიიქცია და მშობლებივით პოპულარული გახდა.
8. კატო ნიჟარაძე
მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი, რუსკა მაყაშვილი ორი შვილის, ილია და კატო ნიჟარაძეების დედა გახლავთ. რუსკა მაყაშვილი მათ გასართობ და ყოველდღიურ ვიდეოებს სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს. შესაბამისად ისინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან.
View this post on Instagram
ამასთან კატო, დედას პოპულარულობით არ ჩამოუვარდება.
View this post on Instagram
9. ლუკა შუბითიძე
ლუკა შუბითიძე 11 წლის ბიჭია, რომელმაც გურული სისხარტითა და ენამოსწრებულობით ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. თავდაპირველად პოპულარობა ლუკამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან მიიქცია.
შემდგომში მისით არა ერთი ტელევიზია დაინტერესდა, სადაც მას საშუალება მიეცა საკუთარი ნიჭი უკეთ გამოევლინა.
10. ნუცა ფრუიძე
11 წლის ნუცა ფრუიძე საზოგადოებამ „ტიკტოკ“ პლატფორმიდან გაიცნო. ნუცას შესანიშნავად გამოსდის პაროდიების გაკეთება. განსაკუთრებით, დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეოები მისი პედაგოგის მედეას მიბაძვით. მოგვიანებით ნუცა „პატარების დიდი შოუს“ სტუმარიც გახლდათ, სადაც საკუთარ თავზე დეტალურად ისაუბრა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: