სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მორიგ კადრებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს, მესამე პრეზიდენტი ვერ გადაადგილდება, სიცრუეა.
„გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდადებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.
ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა.
საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მნიშვნელოვანი შეხვედრების და მისტიკური დღეა“ - დღის პროგნოზი
🔵„მამაჩემმა სიკვდილის წინა დღეს დედას ჰკითხა, ის ძალიან ლამაზი გოგო სადაა, აქ რომ იყო წუხელო... “ - რას იხსენებს ნინი შერმადინი