
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს რამდენიმე სკოლაში გაფიცვა მოჰყვა, შეჩერდა სწავლის პროცესი, რამაც თავის მხრივ დაპირისპირება გამოიწვია მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.
- აღდგა თუ არა სასწავლო პროცესი და რა მდგომარეობაა დღეს რა ვითარებაა?
- სკოლებში საერთოდ არ შეწყვეტილა სასწავლო პროცესი, დღეს ყველა საჯარო სკოლა ჩვეულებრივად ახორციელებს სასწავლო პროცესს. ვსაუბრობთ 600 000 მოსწავლეზე, 62 000 მასწავლებელზე და მთლიანად სასკოლო საზოგადოებაზე ბოლო ათი დღის განმავლობაში რაც ვიხილეთ ეს იყო ძალიან მიზანმიმართული ბულინგი, რომელიც არ იყო სპონტანური. ეს იყო ორგანიზებული, დაწყებული სასკოლო ჩათებიდან, სადაც მიდიოდა ბულინგი.
მინდა გავიაზროთ, არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიცია გვიჭირავს, პირველ რიგში ვართ მშობლები და ყველა უწყება შრომობს ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ბავშვებისთვის და მოხდა, რომ სწორედ სამიზნეები გახდნენ სკოლის მოსწავლეები, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. არანაირი საფრთხე და კითხვის ნიშანი, როცა საქმე ბავშვს ეხება დაუშვებელია.
იმ პერიოდში ავამუშავეთ ქოლცენტრი, შემოდიოდა ზარები მშობლებისგან. პირდაპირ აძლევდნენ ბავშვებს ინსტრუქტაჟს, მხოლოდ მოუწოდებდნენ კი არა პროტესტს, არა, პირდაპირ აძლევდნენ ინსტრუქტაჟს, „არ მოუსმინოთ მშობლებს“, „არ დაუჯეროთ მათ“.
გვქონდა შემთხვევები, სადაც მასწავლებელი ურეკავდა ბავშვის მშობელს და კითხულობდა სად არის მოსწავლე, მშობელი ამბობდა გამოვუშვი სკოლაში, მერე აღმოჩნდებოდა, რომ სკოლასთან არ მოსულ ბავშვს ხვდებოდნენ და ეუბნებოდნენ, დაიჭირე დროშა“,- ამბობს თამარ მახარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინი შერმადინი იუბილარია - მომღერალი 37 წლის გახდა
⭕ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც მეტროში მოკლეს
⭕„2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება“ - ნახეთ სედიქ აფგანის პროგნოზი