
სამყაროს გლობალური ცვლილებები ელოდება: რას პროგნოზირებს სედიქ აფგანი - მათემატიკოსი სედიქ აფგანი მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილი იყო. ერთ დროს წინასწარმეტყველი უწოდეს, რომელიც ციფრებით აზროვნებს. თანამედროვეობის აღიარებულმა გენიოსმა ზუსტად იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა, ასევე ბევრი სხვა მოვლენა.
სედიქ აფგანმა ციფრებისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდან დაიწყო. იმდენად ჭკვიანი იყო, რომ 7 წლისას არა პირველ კლასში, არამედ პირდაპირ მე-4 კლასში შევიდა.
შეძლებული მშობლები ჰყავდა, ამიტომ მომავალმა მათემატიკოსმა პრესტიჟული განათლება მიიღო. 19 წლის ასაკში პირველი სამეცნიერო კვლევა დაწერა. მოგვიანებით მისი ნაშრომი თეორიული ალგებრის დარგში ახალ მიმართულებად აღიარეს.
ახალგაზრდა გენიოსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნადი სტუდენტი იყო. მაგალითად, ამერიკაში იმ დროის ყველაზე თანამედროვე კომპიუტერებთან შეჯიბრების დროს თავი გამოიჩინა. ბიჭმა 400 რთულ მათემატიკურ საკითხს მხოლოდ 6 წუთში უპასუხა, ამით ელექტრო–გამომთვლელ მანქანას აჯობა.
საზღვარგარეთ დიდი შესაძლებლობების მიუხედავად სწავლა იმ დროს არსებულ საბჭოთა კავშირში გააგრძელა. აფგანისთვის მათემატიკა ცხოვრების ნაწილი გახდა. სამეცნიერო სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. ასევე მომავლის პროგნოზირების საკუთარი მეთოდი შეიმუშავა.
კვლავ ციფრები დაეხმარა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა სედიქმა უნიკალური ფორმა გამოიგონა. მათემატიკოსი მისი დახმარებით პროგნოზებს აკეთებდა. მაგალითად, წინასწარ იცოდა, რომ აშშ–ში შავკანიანი მამაკაცი პრეზიდენტი გახდებოდა, ხოლო კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში დიდხანს დარჩებოდა.
თავის გამოთვლებს სამყაროს ზოგად ფორმულას უწოდებს. მისი თქმით, ციფრებით მომავლის პროგნოზირება მარტივია, მაგრამ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა:
„ორს დამატებული ორი, ოთხია. ოთხი იყო, არის და იქნება. და სხვა არაფერი“.
სედიქი დარწმუნებულია, რომ ციფრები თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ყველაფერს ეხება: პასპორტის, ტელეფონის და ბინის ნომრებს. აფგანს შემთხვევითობის არ სჯერა და თვლის, რომ ყველა მოვლენა წინასწარ განსაზღვრულია. და მაინც, მათი წინასწარ გამოთვლა შეგვიძლია.
ეზოტერიკოსები თვლიან, რომ აფგანმა მათემატიკური კანონების და მისტიკური ნუმეროლოგიის შეთავსება მოახერხა. სხვა როგორ შეიძლება აიხსნას მისი ზუსტი პროგნოზები?
სედიქ აფგანის პროგნოზები – ახლა სედიქ აფგანი სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს წიგნზე, რომლის დახმარებით სამყაროს ყველა საიდუმლოს გავიგებთ. მათემატიკოსის მოსაზრებით, ნებისმიერი ადამიანის და სახელმწიფოს ბედი გარკვეული პროგრამული კოდით ყალიბდება.
თითოეულ ბედს თავისი ფორმულა აქვს. მასთან მუშაობის უნარით არა მხოლოდ წარსულის, არამედ მომავლის შეცნობა შეიძლება. თავად მეცნიერი ირწმუნება: მის გამოთვლებში წვეთი მისტიკა არაა.
2022 წლის თებერვალში ერთ–ერთი სატელევიზიო შოუს სტუმარი იყო, სადაც მომავალ პროგნოზებზე ისაუბრა. მაგალითად, კორონავირუსს თანამედროვე იარაღს უწოდებს, რომელთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს.
ირწმუნებოდა, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოს შორის კონფლიქტში ჩართული არ ვიქნებით. ეს ყველაფერი ფორმულებით გაამყარა. თუ თანამედროვე გენიოსს დავუჯერებთ, მსოფლიოში რამდენიმე წელიწადში ქვეყნების ახალი გაერთიანება გამოჩნდება.
2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებლისთვის გარდამტეხი იქნება. ეს ყველაზე მეტ გავლენას მოახდენს ქვეყნებზე, რომლებიც მანამდე საერთო ენას ვერ პოულობდნენ. მათემატიკოსი ამბობს, რომ 2055 წლამდე არც ერთი გლობალური კონფლიქტი არ მოხდება. ეს იმედს გვაძლევს, რადგან ახლა არც თუ ისე მშვიდი პერიოდია.
მეცნიერის თქმით, გლობალური მსოფლიო ომები 2055 წლამდე აღარ იქნება. 2055 წელს კი მოხდება სერიოზული კონფლიქტი, რომელიც გადაიზრდება მე-3 მსოფლიო ომში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როდის უნდა დაიდგას ნაძვის ხე, რომ ბედნიერება მოგვიტანოს? - ეზოტერიკოსის რჩევები
🎥 სისხლძარღვების გასაწმენდად საუკეთესო საკვები! - არუნ ხათრის რჩევები საზოგადოებას
წყარო: phobos-phobos.blogspot.com