19 ნოემბერს გამთენიისას, თბილისში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაზარალებული მუსიკოსი კოსტა სანიკიძეა.
არსებული ცნობით,ის საკუთარ სახლში დაჭრეს.
სანიკიძეს დაზიანებები მუცლის არეში მიაყენეს, უახლესი ინფორმაციით ის კონტაქტურია და დღეს პალატაში გადავა.
პირველი ინტერვიუ კოსტა სანიკიძის თვითმკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის მამასთან „ტვ პირველმა“ ჩაწერა, სადაც თამაზ გველესიანი აცხადებს, რომ შვილი სახლიდან გაეპარა.
დაკავებულის ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის მოტივი.
მძიმედ დაჭრილ მსახიობს ახლა სამართალდამცველები პალატაში ჰკითხავენ.
თავდამსხმელი კი ზაჰესის იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება, მას ცოტა ხანში ადვოკატი შეხვდება. დაკავებულის უფლებადამცველი კატეგორიულად გამორიცხავს ქალის გამო კონფლიქტს, თუმცა „პირველებს" დაჭრილი მსახიობის მეგობრები სულ სხვა ვერსიას უყვებიან.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორია ნოემბრის ფინანსური პროგნოზი - ასტროლოგის რეკომენდაცია და რჩევები ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს
🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ
წყარო: tvpirveli.ge