Digest Logo

„პირველივე შეხვედრისას მივხვდი, რომ ეს ადამიანი ენერგეტიკულად ძალიან ჩემია“ - ვინ არის რუსკა ქარქაშაძის შეყვარებული

1665427293
რუსკა ქარქაშაძე

მოცეკვავე და მსახიობი რუსკა ქარქაშაძე საზოგადოების მხრიდან ინტერესის ობიექტი ხშირად ხდება. რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა სოციალურ ქსელში უცნობ კაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რითაც ცნობილი გახდა, რომ ის შეყვარებულია.

ინსტაგრამის გარდა, რუსკამ შეყვარებულზე საჯაროდ  ჟურნალ „თბილისელებთან“ პირველად ილაპარაკა.

„პირველივე შეხვედრისას მივხვდი, რომ ეს ადამიანი ენერგეტიკულად ძალიან ჩემია. როცა შენში სასიამოვნო აურა შემოაქვს ადამიანს, ამას პირველივე ნახვისას მიხვდები და ამას მივხვდი მეც მასთან შეხვედრისას. ჩემებსაც ძალიან მოეწონათ ჩემი არჩევანი, კარგი ურთიერთობა აქვთ და ასევე, მეც – მის ოჯახთან. ახლა, შეყვარებულს, მეტი მოტივაცია მაქვს, არ ვიღლები, მგონი, თვალებიც სხვანაირად მიბრწყინავს და გულიც სხვანაირად მიცემს (იცინის).

ხელოვნებასთან არ აქვს შეხება, ბიზნესის სფეროშია. მართლა დაუგეგმავი ყოფილა სიყვარული და დროს არ ემორჩილება“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „რომ გავთხოვდი მეგონა, რომ უბედნიერესი ვიქნებოდი, მაგრამ არაფრის უფლება არ მქონდა...“ - მზიური მელაძის ისტორია

🎥 ვალებისგან განთავისუფლების კოდი - როგორ გავამზადოთ თილისმა, რომელიც ვალების გასტუმრებაში დაგვეხმარება

🔵„ძალიან ცუდ დღეში არ ჩავარდე“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო ნადირაძეს უპირისპირდება