Digest Logo

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

22 მაისი 5:14
არდადეგები სკოლის

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 22 მაისს 09:00 საათიდან დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მოზარდის სისტემაში რეგისტრაციას, უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით მოხდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

როდემდე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი საქართველოში - განახლებული პროგნოზი