Digest Logo

პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 1-ელი ივნისის ჩათვლით თბილისში, ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

1780211844
გზა გზა გზა გზა

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 30 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„კერძოდ, 30 მაისის 13:00 საათიდან 1-ელი ივნისის 10:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება მ. ლაღიძის ქუჩაზე.

ასევე, 31 მაისს, 20:00 საათიდან 23:00-საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უფალთან ურთიერთობაში ერთგულების პრინციპია მნიშვნელოვანი“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🎥 „პირველივე შეხვედრიდან მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო“ - ნოე სულაბერიძემ სიყვარულის ისტორია გაიხსენა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში