Digest Logo

🎥 „პირველივე შეხვედრიდან მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო“ - ნოე სულაბერიძემ სიყვარულის ისტორია გაიხსენა

1780210278
ნოე სულაბერიძე

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ოჯახთან ერთად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა, სადაც სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

როგორც ირკვევა წყვილი სოციალური ქსელებით დაახლოვდნენ, ინიციატორი კი რა თქმა უნდა თავად ნოე იყო:

„პირველი ნახვა, სრულფასოვანი იყო ეთერში. „იმედის“ შუადღის გადაცემაში იჯდა და საუბრობდა, მაშინ გავიფიქრე რა კარგი გოგოა, როგორ კარგად მეტყველებს მეთქი. მაშინ შორიდან გამარჯობით ვიცნობდი. ჩავიტოვე გულში. როცა გადავწყვიტე, რომ მიმეწერა, მაშინ გავიფირე ჩემი გახდება მეთქი. დავაკვირდი და მივხვდი რომ ძალიან მინდოდა მასთან ურთიერთობა. პირველივე შეხვედრიდან მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო“, - ჰყვება ნოე სულაბერიძე.

სიყვარულის ისტორია გაიხსენა მოდელმა და ტელეწამყვანმა ჯანეტ ქერდიყოშვილმაც:

„მე მანამდე არ მინახავს სანამ არ მომწერა მართლა. სატელევიზიო სივრცეში მე არ მინახავს მაშინ. სოციალურ ქსელში რომ შევედი მის გვერდზე მივხვდი რომ რაღაც პროექტი ჰქონდა. ისიც არ ვიცოდი, ღირდა თუ არა პასუხის დაბრუნება. თუმცა სიმპათიური ნამდვილად არის. მეგონა რომ სადმე გადაცემაში მპატიჟებდა და მაგიტომაც ვუპასუხე. რომ შევხვდით დავიწყეთ საუბარი და გამოვიყოლე ჩემი დაქალიც. გავიდა სამი საათი ლაპარაკობ არ ჩერდება. მივხვდი რომ სხვა რაღაცაში იყო საქმე“, - მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„რა ლამაზი ხარ და როგორ მოგიხდა ეკრანი...“ - როგორ აფასებენ სალომე გოგიაშვილის ახალ ფოტოებს

„თუ იცი, იცი...“ - ეკო ფანგანი ლუიშ ფიგუსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს