ღია შეკრებების სივრცე „ლისი ვანდერლენდი- ს" და შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი- ს" თანამფლობელებს შორის უთანხმოება 8 ივლისს „ლისი ვანდერლენდი- ს" ტერიტორიაზე „პრაიდ-კვირეული-ს" ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდ-ფესტივალი-ს" გამო წარმოიშვა.
აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, ბიზნესმენ გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.
მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას.
ინფორმაციისთვის, შპს „თბილისის იპოდრომი-ს" 16.5% წილის მფლობელად ფიქსირდება ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რურუა. აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი -ს" 100% წილის მფლობელი.