რუსეთში, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც გამოცემა TASS რუსეთის ფედერალურ საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავის მგზავრების ჩამონათვალში „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სახელიც გვხვდება, რომელმაც ცოტა ხნის წინ, რუსეთში სამხედრო ბუნტი მოაწყო.
აღნიშნულ ინფორმაციას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ეხმაურება და წერს, რომ პუტინწამგლეჯის მოწინააღმდეგენი ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან.
„გასაკვირი იყო, ვაგნერელ ევგენი პრიგოჟინს ივნისის ამბოხების შემდეგ რომ მოკლავდნენ?
პუტინწამგლეჯი მას შეშინებას ან კომფორტის დარღვევას აპატიებდა?
ზედ მიაყოლეს კიდევ ერთი ბობოლა ვაგნერელი დიმიტრი უტკინი. სულ 10 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავის ჩამოვარდნით ტვერის ოლქში.
ახლა იტყვიან, შემთხვევითობა იყო ავიაკატასტროფაო, მაგრამ პუტინწამგლეჯის მოწინააღმდეგენი ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან.
კრემლის ტირანიის ხელწერა სახეზეა.
არ გამიკვირდება, იგივე ბედი სხვებმაც გაიზიარონ. ისტორია ტირანებზეც მეორდება, რაც უნდა მაღალი იყოს მათი უსაფრთხოების ზომები“,- წერს ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 25 აგვისტოდან საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
🔵 თურქეთში ტყის ხანძრის გამო დარდანელის სრუტე დაიკეტა - ევაკუირებულია 6 სოფელი