შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო! დღეს, 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
„მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“, - აღნიშნულა გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕რა არის სასიკეთო და რისგან სჯობს თავის შეკავება? - 2 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი