ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავის ხედვებსა და წინასწარმეტყველებებს იხსენებს. მისი თქმით, ქართველი ერის ეს უდიდესი საგანძური და ისტორიული კერა აუცილებლად სრულად დაუბრუნდება საქართველოს.
„შეგახსენებთ ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველებებს, რომლებიც წარსულში არაერთხელ გამოქვეყნდა.
16 მაისი, 2012 წელი
დავითგარეჯასთან დაკკავშირებით ვხედავ, ეს არის ბინძური პოლიტიკა, რომელსაც აზერბაიჯანი თამაშობს. კოსმოსი ამას არ დაუშვებს და დიდი პოლიტიკური ომების შემდეგ, ქართული მიწა, თავისი უძველესი ძეგლებით, დაუბრუნდება საქართველოს!ანუ „ძალიან დიდ პატივს დაგვდებს“ აზერბაიჯანი, რომ ჩემს მიწებს დამიბრუნებს.
გარეჯის საკითხში ქართული სამღვდელოება ძალიან დიდ როლს ითამაშებს… ეს არის ქართველი ერის საგანძური, სიამაყე, ჩვენი წარსული და ისტორია.
ვხედავ, რომ იმ ადგილებში, რომლებსაც „მეგობარი“ და მეზობელი ქვეყნები გვედავებიან, სადაც ჩვენი ეკლესიებია და ქართული სული ტრიალებს, სხვა ერი ვერ გაიხარებს. და თუ როგორ ვერ გაიხარებს, ამას ყველა იხილავს. იმ სახელმწიფოებს ბევრი უბედურებები დაატყდებათ თავს საკუთარ ქვეყანაში და კაი ხანს ვერც დალაგდებიან. ეს დამანგრეველი ძალა კოსმოსიდან მოდის. ფრთხილად!
ასევეა დაცული დავითგარეჯიც. ვაი მათ, ვინც მას მიეკარება, თუნდაც იყვნენ ქართველები. ვაი მათ!
2019 წელი, 31 ოქტომბერი
თურქეთის პრეზიდენტი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს აზერბაიჯანზე, მის პრეზიდენტ ალიევზე, დავითგარეჯის საკითხში საქართველოს მხარეს დაიჭერს აუცილებლად.
საბოლოოდ კი დავითგარეჯის თემას ამერიკა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტს, აზერბაიჯანს, ასე ვთქვათ, ჩაუკაკუნებს ძალიან მაგრად.
2020 წელი, 1-ელი ივლისი
თავი გაანებეთ დავითგარეჯას!!! ეს არის წყევლა გარეჯაში დავანებული უხილავი ბერებისა, რომლებიც განრისხებულნი არიან აზერბაიჯანის ქმედებებით. დიახ, კოსმოსი, მამა–ღმერთი, არ დაუთმობს აზერბაიჯანს თავის მიერ ჯვარდანიშნულ ადგილს.
2021 წელი, 9 თებერვალი
წყევლა ადევს აზერბაიჯანს – დავითგარეჯს წყევლა! ამ წყევლას ვერც აზერბაიჯანი გაექცევა, ვერც თურქეთი, ვერც რუსეთი და ვერც ვერავინ.
2021 წელი, 18 აპრილი
აზერბაიჯანს ისევ ვაფრთხილებ დავითგარეჯთან დაკავშირებით: აზერბაიჯანელებო, ფრთხილად იყავით, გარეჯი თქვენი წყევლაა! თქვენ მოშორდებით მაგ ადგილს. უკან–უკან დაიწყებთ დახევას და აუცილებლად მიხვდებით, რომ თქვენი ქვეყნისკენ უარყოფითი ენერგია გარეჯიდან მოდის. ვხედავ, დავითგარეჯას გასაღებს კოსმოსი ქართველებს უბრუნებს. ამინ!!!“.