Digest Logo

ქართველი მწერალი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი 68 წლის გახდებოდა

1664700914
გოდერძი ჩოხელი

ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი დღეს 68 წლის გახდებოდა. 

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“. ლექსების კრებული „ბედი მდევარი„, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი“, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“, „სულეთის კიდობანი“.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყვირილის სასტიკი ხმა მომესმა, გადავრეკე 112-ში, ვიფიქრე ვიღაცას გადავარჩენ -მეთქი“ - სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

🔵„გარდაიცვალა და ჩვენც მოგვკლა ყველა!“ - ტრაგედია მაია ბითაძის ოჯახში

🔵„შრამიც“ კი ძალიან გიხდება“ - ევა ბარბაქაძე ახალ პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს