
ქართველი ცნობილები, წარმატებული კარიერის ფონზე ახერხებენ დიდი ოჯახები ჰქონდეთ - ამჯერად „დაიჯესტი“ წარმოგიდგენთ წყვილებს, რომლებიც 2024 წელს შვილს ელოდებიან:
გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი
მომღერალი გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი მეორე შვილს ელოდებიან. წყვილს უკვე ჰყავს ერთი შვილი პირველი გოგონაა, ანიტა, მეორე პატარას სქესი კი წყვილმა უკვე იცის და მათ ბიჭი ეყოლებათ.
თედო ბექაური და ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი და თედო ბექაური მეორე შვილის მშობლები გახდებიან, ბექაურის მეუღლე ორსულობის მე-5 თვეშია და წყვილს ბიჭი ეყოლება. ცნობისთვის, თედო და ანას პირველი შვილი ბიჭი უკვე ჰყავთ.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე
ცნობილი ოჯახი უკვე მეორე შვილის მოლოდინში, მათ სასიხარულო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარებს რამდენიმე კვირის წინ, თუმცა სულაბერიძე გოგონა, იქნება თუ ბიჭუნა ამას ოჯახი ჯერ საიდუმლოდ მალავს.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
ეს წელი გამორჩეული იქნება ქართველი ფეხბურთელისთვის და მისი მეუღლისთვის, ხვიჩა წარმატებული კარიერის ფონზეც ახერხებს, ჰქონდეს პირადი ცხოვრება და ჰყავდეს შვილი, საყვარელი ქალისგან. ჯერჯერობით უცნობია ბავშვის სქესი, წყვილი პირადი ცხოვრების გასაჯაროებისგან სოციალურ ქსელში თავს იკავებს, და არც მედიასთან საუბრობენ.
ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი
მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე და ნიკა კოჩაროვი მესამე შვილს ელოდება. ამის შესახებ ტელეწამყვანმა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გაუმხილა.
შვილებთან ერთად სქესის გაგების ცერემონიაც მოაწყო, მას გოგონა შეეძინება.
ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი
გიგი უგულავას და გუკა რჩეულიშვილის ყოფილი ცოლი ლელა კილაძე მეხუთე შვილზეა ორსულად. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოში ლელას მუცელი საგრძნობლად ემჩნევა. ლელა კილაძე მუსიკოს გიორგი ცაგარელთან არის ურთიერთობაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ახალი კვლევა - ფორთოხლის ქერქი შესაძლოა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს
🎥 „მომენატრეთ და დავბრუნდი სახლში“ - „იმედის დღის“ გუნდს ახალი წამყვანი, ვასიკო ოდიშვილი შემოუერთდა