Digest Logo

ქართველმა კარატისტებმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს

1780778544
სპორტის სამინისტრო

სპორტულ კარატეში ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - Bohemia Cup ქართველმა კარატისტებმა 16 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ანგარიშზე 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.

შედეგები ასე განაწილდა:

ნიკოლოზ გიგაური - 2 ოქრო, 1 ბრინჯაო;

მაკა კულუხაშვილი - 1 ვერცხლი;

ნიკა თოლორდავა - 1 ოქრო, 2 ბრინჯაო;

დათა დავითური - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო;

ნოდარ სუპატაშვილი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო;

დანიელ ჭანტურიძე - 2 ვერცხლი;

ლიკა ფირცხალავა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი;

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.