Digest Logo

ქართველმა სტუდენტმა საბა კაშიამ სასწრაფო დახმარების მანქანა დააპროექტა, რომელიც ჩაეშვა მოხმარებაში

1688711164
სასწრაფო მანქანა

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, საბა კაშიამ სასწრაფო დახმარების მანქანა დააპროექტა.

ახალგაზრდამ პროფესიულ პრაქტიკაზე სასწრაფო სამედიცინო მანქანასა და რეანიმობილში ყოფნის დროს აღმოაჩინა, რომ ტექნიკა მეტად განვითარებას საჭიროებდა, რათა პაციენტებსა და ექიმებზე უფრო მორგებული ყოფილიყო, ამიტომ მანქანა გერმანიიდან ჩამოიყვანა და სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილ ტრანსპორტი სრულად გადააწყო

ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლინიკა "უნიქალ მედს" შორის არსებული მემორანდუმის დახმარებით, საბას მიერ მოწყობილი მანქანა მალე ჩაეშვა მოხმარებაში. ლიცენზიის მოპოვებაში მას კლინიკა დაეხმარა. საბას სასწრაფომ შემოწმება გაიარა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს.

საბა საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში გეგმავს.

კვლევებზე მუშაობას აგრძელებს და აპირებს, რომ სამედიცინო სფეროს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი გაუმჯობესებული მოწყობილობა შესთავაზოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ წყალში თაკარა სიცხეში“ - ანზორ მელიას რჩევები

🔵7.7.7 - 2023 - განსაკუთრებული თარიღია, როდესაც ჩვენი სურვილები შეგვიძლია ვაქციოთ რეალობად

🔵წყურვილი შიმშილზე უარესია - დაალევინეთ წყალი მიუსაფარ ცხოველებს