Digest Logo

🎥 „ქმარ-შვილმა გადამატანინა ეს ცუდი პერიოდი... ვეუბნები - ჩვენ რომ წავალთ ვიღაც უნდა გყავდეს გვერდით-მეთქი...“ - ვინ არიან „დანტესის“ მშობლები?

1744917973
დავით ოქროპილაშვილი

ქუთაისელი ფოტოგრაფი „დანტესი“ ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოებს და გვაცნობს ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება.

ამჯერად, იგი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და საზოგადოებას მშობლები გააცნო:

„ჩემი დედიკოა ნინო კაკაურიძე და მამა, გენო ოქროპილაშვილი. ფოტოგრაფიის ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. მხატვრობა მინდოდა, მაგრამ არ გამოდიოდა. შემდეგ ფოტოაპარატით დავიწყე გადაღება ყოველდღიურობის. რაც მომეწონებოდა ყველაფერს ვიღებდი. ქუთაისის ქუჩებში ნებისმიერ სიტუაციას ვიღებდი. დადგმული ფოტოსესიები იშვიათად მქონდა. 29 წლის ვარ, ოჯახი შექმნილი არ მაქვს“,- აღნიშნა დავით ოქროპილაშვილმა.

გადაცემაში ისაუბრა „დანტესის“ დედამაც:

„ჩვენ მშობლები ადრე გარდაგვეცვალა, და ცუდი გამოცდილება გვაქვს მაგ მხრივ. ძალიან გაგვიჭირდა მათ გარეშე, მაგრამ ქმარ-შვილმა გადამატანინა ეს ცუდი პერიოდი. ამას ვეუბნები 100 წლის შემდეგ ჩვენ, რომ წავალთ ვიღაც უნდა გყავდეს გვერდით-მეთქი. ყველაზე მეტად ამიტომ. მაგის შემდეგ შვილიშვილები გვინდა. დანარჩენი ახლა ცას ჰო არ გამოვეკერებით“, - ამბობს ნინო კაკაურიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕HBO ჰარი პოტერზე სერიალს გადაიღებს - მსახიობთა პირველი შემადგენლობა უკვე ცნობილია

⭕„როგორი სექსუალური ხარ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ამ ყველაფერს მეც ვიმსახურებ... დავანოკაუტე ორი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი...“ - ილია თოფურიას ინტერვიუ ჯო როგანთან