Digest Logo

„ამ ყველაფერს მეც ვიმსახურებ... დავანოკაუტე ორი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი...“ - ილია თოფურიას ინტერვიუ ჯო როგანთან

1744905481
 ილია თოფურია

ილია თოფურია ჯო როგანის პოდკასტს ესტუმრა. ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი გახდა პირველი ქართველი, რომელიც The Joe Rogan Experience-ს ესტუმრა. „ლეგენდამ“ ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითხზე მათ შორის სამომავლო გეგმებსა და განვლილ გზაზე.

„მერაბის შესახებ ერთ რაღაცას გეტყვით, რამაც გამაკვირვა - როდესაც მას ხედავთ დარბაზში, ის არც ყველაზე განსაკუთრებულია და არც ყველაზე მაღალი უნარის მქონე ადამიანი. არ ვიცი რა ემართება, მაგრამ როდესაც ოქტაგონში აღმოჩნდება - დვალიშვილი ნამდვილი მანქანა არის.

თუ მეკითხებით, ყველაზე მეტად ვისი ბრძოლების ყურება მომწონს, ეს მერაბია. ფულსაც გადავიხდი. უმარს მასთან ბრძოლაში დაემართა ზუსტად ის, რაზედაც ვისაუბრე. ნურმაგომედოვი არ ელოდა, რომ მის წინააღმდეგ იქნებოდა ნამდვილი მანქანა, რომელიც არასდროს არ ჩერდება.

მახაჩევთან ბრძოლა მინდა. კონტენდერობაზე ბრძოლას არ ვაპირებ. არ მაინტერესებს, რა სურს თავად მას. თუ თვლი, რომ ხარ მსოფლიო ჩემპიონი და აპირებ დომინაციას, აქ ვარ, უნდა მეჩხუბო. ჩემს თავიდან აცილებას ვერ შეძლებ. არ მგონია, რომ მაიძულონ ლოდინი, რადგან ქამარი ვაკანტური გავხადე.

რამდენი ხანი უნდა გამაჩერონ? თავის დროზე შანსი მისცეს სენ-პიერს, მაკგრეგორს, სეხუდოს. ამ ყველაფერს მეც ვიმსახურებ. დავანოკაუტე ორი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი და ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. შემდეგი ჩხუბი აუცილებლად საჩემპიონო უნდა იყოს“, - აღნიშნა ილია თოფურიამ.

მეტის სანახავად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არის რთული ვირტუალური კავშირი დაამყარო შენ სულთან...“ - რას ამბობს ასტრო-ფსიქოლოგი სიზმრებზე?

⭕„მიყვარს ეს გოგო...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს აქვეყნებს

 🎥 „დილით გათენდა და მითხრა 70 წლის ბებერი ხრონძი ვარო...“- რას ჰყვება ალეკო მახარობლიშვილის მეუღლე?