ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა. არსებული ცნობით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სხვა დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ლევან საგინაშვილი ჩემპიონია - „ქართველმა ჰალკმა“ დევონ ლარატი გაანადგურა