Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.
სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი სონგრაითერი და პროდიუსერი, დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან.
მომღერალი გადაცემის „ღამის შოუ“ სტუმარი იყო, სადაც მან საკუთარ მოლოდინებზე და გეგმებზე ისაუბრა.
„ჩემი დიდი მიზანი არის, რომ ისეთი შედეგი დავდო, რაც ჯერ საქართველოს არ ჰქონია. მინდა, იყოს ისეთი ნომერი, საქართველოდან რომ არავინ ელოდება. როცა ჩვენი კლიპი გამოვიდა, რეაქციები იყო ძალიან ბევრი უცხოელის.
მინდა, უფრო მეტად შოკირებული იყოს მაყურებელი ჩვენი „live“ პერფორმანსით. კლიპზე გაცილებით უფრო მაგარი წარმოდგენა მინდა, რომ გვქონდეს.
ჩემს თავს ყოველთვის ვეჯიბრები ხოლმე, რომ რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც მანამდე არ გამიკეთებია“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ლევან საგინაშვილი ჩემპიონია - „ქართველმა ჰალკმა“ დევონ ლარატი გაანადგურა
⭕„ბნელი სულების“ რამდენი ტიპი არსებობს და რით იკვებებიან ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას