ქართული სცენის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე, თანამედროვე გოგოების იდენტურ ვიზუალსა და ესთეტიკური პროცედურებისადმი გადამეტებულ გატაცებას ეხმაურება. მომღერალი აღნიშნავს, რომ ქუჩაში ხშირად ხვდებიან ერთმანეთის მსგავსი გოგოები, რომლებმაც ინდივიდუალიზმი დაკარგეს.
ნანი ბრეგვაძე ყველას ზომიერებისკენ მოუწოდებს და საკუთარ წუხილს გულწრფელად აზიარებს:
„ქუჩაში, გოგოებს რომ ვხედავ, მგონია რომ ერთი და იგივეები არიან, ძალიან დაემსგავსნენ ერთმანეთს, ჯერ მარტო ეს ვარცხნილობა, ერთნაირი სულ. ეს ტუჩები, ეს თვალები? ძალიან მეცოდებიან. არ ვიცი, ბოლომდე არიან ასე? არ იჩუტება? ნუ გადააჭარბებენ და ნუ გაგიჟდებიან, თუ გაიკეთებენ იყოს ისე, რომ არ შეეტყოს“,- აცხადებს ნანი ბრეგვაძე.
