სროლა იყო ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 1 პირი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.