ქუთაისში, მშობიარობის შემდგომი გართულებით, ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა სახლში გაწერიდან, რამდენიმე დღეში დამძიმდა.
როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ორსულმა სენაკის სამშობიარო კლინიკაში ორი კვირის წინ გააჩინა ბავშვი, ხოლო გართულების შემდგომ სენაკში კლინიკამ უკან აღარ მიიღო და ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“დღეს მოხდა მისი გადაიყვანა.
მათვე ცნობით, ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოახერხეს.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კი თრომბი სახელდება.
ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ამ პროდუქტების გაცხელება არ შეიძლება! - რა უნდა გავითვალისწინოთ საკვების მიღებამდე
⭕„არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით და ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 13 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი