ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე კაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცის ცხედარი წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
გარდაცვლილის ვინაობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
წყარო: rustavi2.ge