Digest Logo

🎥 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა, სტამბოლის ქართული სავანე - რამდენად მნიშვნელოვანია მასში დაცული დოკუმენტები?

1742637089
სტამბოლის ქართული სავანე

ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - სტამბოლის ქართული სავანე. ქართველ კათოლიკეთა ეკლესია-მონასტერი ბიბლიოთეკით, არქივით, სკოლებით და სტამბით. რამდენად მნიშვნელოვანი და უნიკალურია სავანეში დაცული დოკუმენტები? - ისტორიკოსი როინ მალაყმაძე და ფილოლოგი ელზა ფუტკარაძე სტუმრად „შაბათ-კვირის დილაში“ იმყოფებოდნენ და თემის გარშემო ისაუბრეს:

„ძალიან დიდი საგანძურია ჩვენთვის სტამბოლის ქართული სავანის არსებობა, რადგან ის გახდა მილიონიან სტამბოლში პატარა საქართველო. ეს არის დაკარგული საქართველოს დიდი სიყვარულის განცდა. ქართველობა ხშირად თავს აფარებდა იქ და თავის გადარჩენისთვის იბრძოდა. იქ არა მარტო სასულიერო, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაც იყო. დაარსდა ბიბლიოთეკა, სტამბა, ასევე საგანმანათლებლო ცენტრები და სკოლა. ასე რომ იქ დაცული ლიტერატურა და ნივთები დიდ საგანძურს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამბობს როინ მამალაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მსუბუქი ნარკოტიკები“- რა საფრთხეს უქმნის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას? - ფსიქიატრის განმარტება

⭕„ჩემი მეგობრები ეძებენ სახლს...“ - გია სურამელაშვილი საცხოვრებელ ადგილს იცვლის?

⭕„თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს...“ - რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი?