„სოფიკო ჭიაურელი 72 წელს მობრუნდა რუსთაველის თეატრიდან. შემოვიდა თუ არა რეპეტიციაზე, შემხედა, წამოდი ჩემთანო, მომკიდა ხელი და იქიდან ვართ მეგობრები.
ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, საკუთარი ოჯახის წევრს რომ გაუკეთებ, ისეთნაირად მექცეოდა სოფიკო.
მე, სოფიკოს და სანდროს ერთ ოთახში გვეძინა, იუმორიც კარგი ჰქონდა.
ჩვენი ბოლო შეხვედრა გარდაცვალების წინა დღეს მოხდა. სხვათა შორის ყველას არ უშვებდა, არ მოსწონდა იმ მდგომარეობაში ენახათ და შევარდნაძესაც კი უარი უთხრა. გვიშვებდა მხოლოდ სამ ადამიანს.
გიკვდებიო, ასე მითხრა. ცრემლი შევიკავე. სულ ვეუბნებოდი ოპერაცია გაიკეთე მეთქი და ბოლოს მითხრა, როგორ არ დაგიჯერეო“, - იხსენებს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი წიტაიშვილი ოჯახთან ერთად ისვენებს - რა კადრებს გვიზიარებს ფეხბურთელი