Digest Logo

🎥 „მშობლები რომ გაშორდნენ პატარა ვიყავი, სკოლის დამთავრების შემდეგ ვნახე მამა და მალევე გარდაიცვალა“ - ასმათ ტყაბლაძე

1720632252
ასმათ ტყაბლაძე

„მშობლები რომ გაშორდნენ, პატარა ვიყავი. მამაჩემი დიდობაში ვნახე, მანამდე არ მახსოვდა/

არაჩვეულებრივი გამზრდელი პაპა და ბიძა მყავდა. იმდენად ძვირფასი იყო პაპაჩემი, რომ დედაჩემმა ალიმენტიც კი არ მოსთხოვა, ჩვენ პატრონი გვყავდა და თავის და-ძმებს როგორ გამოვართვა ფული, ლუკმა პირიდან როგორ გამოვართვაო.

მამა სკოლის დამთავრების შემდეგ ვნახე, და-ძმებიც მერე გავიცანი დავმეგობრდით. ამის შემდეგ მამა ძალიან მალე გარდაიცვალა, ჩემი ძა 10 წლის იყო მაშინ“, - ამბობს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“.