
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არასრულწლოვნის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძე:
„რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ! სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არის?!!
მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოდ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ და გადასცემთ. გავიგე იმ ონლაინ ტვ-ეების, დახელფასებულების და ეშმაკზე სულ-გაყიდულების, მაგრამ ვისაც გიცნობთ და პრეტენზია გაქვთ თითქოს ყველაფერზე, მოქალაქეობრივი თვითშეგნება, სოლიდარობის განცდა სულ დაკარგეთ?!!
რა ხალხი ხართ, ვის რად უნდა თქვენი ტაში და ფარისევლობა!! „ორი ტრუპის“ მომლოდინე უჯიშოებო!“, - წერს აჩიკო ბერიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: