სწორი კვება პირდაპირ კავშირშია თვალის ჯანმრთელობასთან, რადგან გარკვეული საკვები ნივთიერებები იცავს თვალის სტრუქტურას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ამცირებს ასაკობრივი დაავადებების რისკს და უზრუნველყოფს ბადურის გამართულ ფუნქციონირებას.
რა კავშირშია კვებასა და მხედველობას შორის - როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ოფთალმოლოგმა მაია ბერაიამ ისაუბრა და მაყურებელს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:
„ძალიან გავრცელებული მითია „არ მაწუხებს თვალი და ექიმთან არ მივდივარ“, ეს არასწორია, რადგან არსებობს დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მათი აღმოჩენა საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, ნორმალური მხედველობის განვითარებისთვის, ამიტომ პროფილაქტიკა წელიწადში ერთხელ მინიმუმ აუცილებელია. 6 თვიდან ჯობს პროფილაქტიკა.
40 წლის ზევით უკვე ახლო მანძილზე უჭირთ ფოკუსირება. ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება განვითარდეს დაავადებები, როგორიცაა კატარაქტა, გლაუკომა, რაც საკმაოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ჯანსაღი ცხოვრება, კვება თვალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თევზის მირთმევა ეხმარება მხედველობის შენარჩუნებას“, - ამბობს მაია ბერაია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ დავიცვათ საკუთარი სახელი და რეპუტაცია ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციისგან?