
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა UFC 317-ზე დაამარცხა და და მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ UFC არ ასაჯაროებს მებრძოლთა სრული ანაზღაურების დეტალებს, MMA-ს ცნობილი წყაროების ინფორმაციით, თოფურიას ჰონორარის სტრუქტურა შედგება ბაზური თანხისგან, გამარჯვების ბონუსისგან და შესაძლო დამატებითი წილისგან PPV გაყიდვებიდან.
სწორედ ამ გათვლებით, „ელ მატადორს“ UFC 317-ზე გამარჯვება სავარაუდოდ დაახლოებით 3-4 მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს.
აქვე გეტყვით, რომ UFC-ს ისტორიაში ილია მე-10 მებრძოლი გახდა, ვინც მეორე საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
🎥 „თავს წაგაძრობ, ახლა გაეთრიე აქედან...“ - ილია თოფურია პედი პიმბლეტს
⭕ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია