„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი, როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი იქნება.
გადაცემის ანონსს მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„რა წამსაც ხუთშაბათს საღამოს ეთერში აღარ ვიყავი, ტელეფონი გაჩუმდა. მარკესის ერთი მოთხრობაა: „პოლკოვნიკს არავინ სწერს“, – გადამდგარ პოლკოვნიკზეა, რომელიც წერილს ელოდება, წერილი არ მოდის… ჩემს ამ მდგომარეობას ამას ვეძახდი – მაიას არავინ არ სწერს, როდესაც დამირეკავენ და მეტყვიან: რა მინდა გთხოვო, მე ვეტყვი: დიახ გისმენთ“, - ამბობს მაია ასათიანი.
გადაცემა ეთერში ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს გავა.
View this post on Instagram