იმერეთთან ახლოს ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც „დაიჯესტს“ დაღუპული ახალგაზრდის ნათესავმა განუცხადა, მეორე დაშავებულის მდგომარეობაც მძიმეა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ახალგაზრდები პანკისელი ქისტები არიან.
აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილობრივი გურამ ხანგოშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რა უნდა დაწერო ადამიანზე რომელიც გუშინ დილით გავიდა სახლიდან იმედებით სავსე და დღეს კი უკვე წარსულში უნდა მოიხსენიო, ან რა სიტყვები უნდა მოუძებნო მის უბედურ დედას რომ ესადაგებოდეს რომელმაც უმამო ბავშვი ამ ასაკამდე მოიყვანა და თითქოს და არც არაფერი ყოფილიყოს სამუდამოდ ემშვიდობება. აუტანელი გახდა ცხოვრება, ყოველ წუთს წამს და საათს უარესი გვესმის, უკვე ყველა რაღაცა ცუდის მოლოდინშია მაგრამ მოლოდინიც არის და მოლოდინიც, ეს ყველაფერი ინსტინქტურად ხდება შევეჩვიეთ უკვე კარგი რომ ნაკლებად გვესმის უფრო ცუდს ველოდებით. გუშინ სახლიდან გასული მეგობრები ავარიაში მოჰყვნენ დასავლეთის გზაზე უსუფ ქავთარაშვილი სამწუხაროდ საავადმყოფოში გარდაიცვალა , მეორე ახალგაზრდის მდგომარეობაა ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, მაღალ ღმერთსა ვსთხოვ მისი ოჯახი მაინც რომ არ დაამწუხროს. საწყალი დედა როგორ მეცოდება, ვერ გაიხარა უბედურმა, მის ასაკში რკინა რომ ვერ გაუძლებდა იმდენი რამე აქვს გადატანილი, ადრე დაქვრივდა მთლად ახალგაზრდა, მას შემდეგ ჯაფა არ მოჰკლებია სამი შვილი გაზარდა, 2 გოგო და 1 ბიჭი, გოგოები გზაზე დააყენა, როცა იფიქრა მეშველაო ბიჭმაც უღალატა. ბედი ვის რას უმზადებს არავინ იცის, მაგრამ ქალბატონ ფირდაუზის კარებზე კი ბევრჯერ დაიჩოქა იმ ავად სახსენებელმა აქლემმა და ბოლო იმედიც წაართვა, გოგო ეზრდება უსუფისაც და იმედი მაქვს არ დაივიწყებს მამას, გამძლეობა მისცეს ღმერთმა. ქისტების სახელით მინდა მივუსამძიმრო ეს აუტანელი და გაუსაძლისი ტრაგედია მის დედას, დებს, ოჯახს და მის ნათესავებს. ვეძხილვოლაჩ დაალ ელცამან ვოილვახ ჰო იუსუბ“, - წერს გურამ ხანგოშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: