Digest Logo

რა უნდა იცოდეთ სასკოლო ფორმების შეძენასთან დაკავშირებით

1788117060
სასკოლო ფორმები

სასკოლო ფორმების შეძენა პირველკლასელების მშობლებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით როგორც სარეალიზაციო პუნქტებში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, 15 სექტემბრიდან კი – მხოლოდ ონლაინ შეეძლებათ.

მშობლები ფორმის ფიზიკურად ყიდვას შეძლებენ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში გახსნილ სარეალიზაციო პუნქტებში. ფორმის ღირებულების გადახდას POS ტერმინალის მეშვეობით შეძლებთ.

სასკოლო სამოსის შეძენა ონლაინ კი, საქართველოს განათლების სამინისტროს ონლაინ მაღაზიიდან – formebi.emis.ge–დან იქნება შესაძლებელი. გადახდას საბანკო ბარათით მოახერხებთ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 აგვისტოს ბრძანებაში ვკითხულობთ:

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ერთეული საბანკო გადახდის ტერმინალი.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების პუნქტში განთავსებული საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

⭕„2 წლის გახდა ჩვენი ანდრია! ბედნიერი მომავალი გქონდეს ერთიან და ძლიერ საქართველოში!“ - გიორგი ძოწენიძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს

🎥 „არსად არ მილაპარაკია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არაფერია“ - რას ჰყვება გვანცა დარასელია