Digest Logo

რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

1768980224
 ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

„ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე,

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე,

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე,

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კოდა-სოფ.ალგეთისა და კმ 110-კმ 146 მონაკვეთებზე,

ნაქერალას უღელტეხილზე,

საჩხერე-რაჭის გზაზე,

ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე,

მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზაზე,

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე,

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:

ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეების ხიდი-უტყისუბნის მონაკვეთზე,

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე,

კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.

მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის კმ 50-კმ 85 მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემო საამაყო შვილო, შენ ხარ მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი...“ - ილია თოფურია იუბილარია

⭕„იდეალურია დიეტის დაწყება“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით