UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია დღეს, 21 იანვარს იუბილარია, იგი 29 წლის გახდა.
ჩემპიონმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. მას განსაკუთრებულად ულოცავს მისი დიდი გულშემატკივარი დედა, ინგა ბენდელიანი, რომელიც სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„დაბადების დღეს გილოცავ ილია. დე, დღეს შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი ემატება - 29 წელი სიძლიერის, შრომის და ზრდის.
შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი - ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნაც სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს.
შენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გვასწავლის, რომ ღირსეულ გზას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
არასდროს უშინდები სირთულეებს და ყოველთვის წინ მიდიხარ - ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.
გისურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ძალას, რომ ყველა მიზანი კეთილი გულით და სუფთა სინდისით მიაღწიო.
დაე, შენი გზა იყოს ნათელი, გული - სავსე სიყვარულით
და ცხოვრება - შინაარსით.
იამაყე იმით, ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო.
ღმერთმა მუდამ დაგლოცოს და დაგიფაროს“, - წერს ინგა ბენდელიანი.
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
2013 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში „კლიმენტ კლუბში“ დაიწყო. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
2015 წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში.
27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
ეს დღე ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სწორედ ამ განსაკუთრებული ტიტულის შემდეგ გაიცნო ილია თოფურია საზოგადოების იმ ნაწილმაც, ვინც ამ სპორტით მანამდე დაინტერესებული არასდროს ყოფილა.
ილიას თოფურიას 2 შვილი ჰყავს, უფროსი ვაჟი ჰუგო და გოგონა, რომელიც ჯორჯინა უზკატეგუისგან ეყოლა. წყვილი ამჟამად ერთად არ არის, ისინი სასამართლო დავას აწარმოებენ.
ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იდეალურია დიეტის დაწყება“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით