Digest Logo

რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები ავრცელებენ ყალბ ციტატას, თითქოს ირაკლი კობახიძემ ფოტოზე დატანილი ფრაზა თქვა, სინამდვილეში ციტატა არის ტყუილი - „სინამდვილეში“

1745609800
ირაკლი კობახიძემ

„რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოტოზე დატანილი ფრაზა თქვა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი „სინამდვილეში“ ავრცელებს. 

„სიცრუეს მეტი დამაჯერებლობისთვის ოპოზიციის პროპაგანდის ინსტრუმენტის, „ტაბულას“ ლოგო ადევს. სინამდვილეში, ციტატა არის ტყუილი და ირაკლი კობახიძეს მსგავსი ფრაზა არასოდეს უთქვამს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.