
სახელი - ეს მხოლოდ ბგერათა ერთობლიობა არ არის. ის ჩვენი პირველი იდენტობა, სულიერი კოდი და წინაპართა ენერგიის მატარებელია. თითოეული სახელი თავის ისტორიას, კულტურასა და დანიშნულებას ატარებს. ზოგჯერ ის ბედისწერასაც კი განსაზღვრავს. იქნებ სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ როდესაც ადამიანს სახელს არქმევ, მის ცხოვრებას მიმართულებას აძლევო.
რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სახელის ისტორიას - აღნიშნულ საკითხზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ფსიქოთერაპევტმა მაია ცირამუამ ისაუბრა:
„არსებობს ბევრი სხვადასხვა ისტორია სახელთან დაკავშირებით, რასაც ადამიანები ჰყვებიან.
ახლა მახსენდება ქართული კომედია, თოჯინები იცინიან. ბაბუა, რომელიც ცნობილი მუსიკოსია და მთავარ გმირს არ მახსოვს რა ერქვა, მან უნდა შეასრულოს, ანუ ტვირთი უკვე დადებულია.
არ ვიცი სწორია თუ არა ბავშვებისთვის წინაპრების სახელების დარქმევა, მაგრამ გავლენა აქვს. რამდენად სწორია/ არასწორია არ ვიცი, თუმცა გავლენა ნამდვილად აქვს აღქმაზე.
ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი სახელი, ჩვენ ყველა ცალკე ინდივიდები ვართ, ჩვენ შლეიფად მოგვყვება, გენეტიკურად, სისტემიდან გამომდინარე, სადაც გავჩნდით, მაგრამ მირჩევნია ჩემი სახელი მერქვას.
აი, მაგალითად, დავარქვი, ბედნიერი ქალი იყო ბებიამისი და ბედნიერი ქალის სახელი დავარქვი - უკვე შეკვეთაა ბედნიერებაზე! კი მინდა ვიყო ბედნიერი, მაგრამ თუ კი რამე მომენტი მექნება, როცა ბედნიერებას ვერ ვიგრძნობ, შფოთვაში ჩამაგდებს.
არსებობს სხვა ტიპის სცენარებიც, მაგალითად, როცა ადამიანი ჰყვება, რომ ადამიანს გარდაცვლილის სახელი ჰქვია და როგორ აშინებს ეს, ამას რაღაც მოჰყვება - ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ჩემი შვილის კითხვა - სად არის ადამიანი, სანამ გაჩნდება, აი, ასეთ ამბებშია, ამ გადაწყვეტილებებშია.
ერთი ისტორია გამახსენდა, მრავალშვილიანი ოჯახი, გაუჩნდა გოგო, უკვე მერამდენე და ვეღარ მოიფიქრეს სახელი. მამაჩემი რომ მივიდა ბიუროში იმ ქალს ჰკითხა, იქნებ მითხრა რა დავარქვაო. ჩემი სახელი ჩემი ოჯახის შერჩეული არ არის, ვიღაც ქალს რაც გაახსენდა ის ჩაწერესო. ეს უკვე ადამიანისთვის მესიჯია“, - ამბობს მაია ცირამუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕2025 წლის ბოლო ეტაპი: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მოულოდნელი ცვლილებები ელოდება