Digest Logo

„რამდენიმე ოჯახი დამენგრა და ალბათ, იმ პერიოდში ვერ ვიპოვე ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იქნებოდა“ - რას ჰყვება გიორგი წერეთელი

1760621600
გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთლის ცხოვრება არ ყოფილა მარტივად გასავლელი, თუმცა ღმერთის წყალობითა და საკუთარი შრომით მიაღწია წარმატებას. უკვე 13 წელია, გიორგი რესტორან „სამი საუკუნის“ მასპინძელია და იქ მისულ საზოგადოებას, გემრიელ საკვებთან და სასმელთან ერთად, ისეთი სიმღერებით ატკბობს, რომელიც დღემდე პოპულარულია. 

გიორგი წერეთელი: დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე. 14 წლიდან ვმუშაობდი, ვეხმარებოდი დედას ბიზნესში. სკოლა ექსტერნად დავამთავრე, წითელ ატესტატზე. ფრიადოსანი ვიყავი და ფაქტობრივად, 16 წლის ბიჭი ოჯახს ვინახავდი. ჩემი პირველი სამსახური იყო ტელევიზია, სადაც ტექნიკური ოპერატორი ვიყავი და იმავდროულად, კულტურის სახლის ანსამბლში, სოლო გიტარაზე ვუკრავდი, ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდით. ტექნიკურად განვითარებული ბავშვი ვიყავი, კომპიუტერული ტექნიკა კარგად ავითვისე და „თრიალეთის“ გადამცემი ანძა, პრაქტიკურად, ჩემი აწყობილია. 16-17 წლის ასაკში, ამ პატარა ბიჭს უკვე იმხელა შემოსავალი მქონდა, ოჯახს დიდი კაცივით ვინახავდი. რადგან მამა ცოცხალი არ იყო, სულ ვამბობდი: დედას არაფერი უნდა მოვაკლო -მეთქი. და, მართლაც, ყველაფერი ჰქონდა. ჩვენს ოჯახში სულ სუფრები იშლებოდა, დედა პოლონელია, კარგი დიასახლისი იყო, კარგ საჭმელებს ამზადებდა და რესტორატორი რომ გავხდი, ალბათ, მისი დამსახურებაა. ნახევარ საათში ისეთ 20-კაციან სუფრას გაშლიდა, მიკვირდა, როგორ ასწრებს -მეთქი. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვარდათ ჩვენს სახლში მოსვლა და ქეიფი.

– როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაში გაგიმართლა?

– დიდი სამეგობრო წრე მყავს, წლებია, ერთად მოვდივართ, ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ ესაა, მათში გამიმართლა. გამიმართლა ოჯახში, ვის გვერდითაც დღეს ვარ, ისეთ მეორე ნახევარს ყველას ვუსურვებ. რამდენიმე ოჯახი დამენგრა და ალბათ, იმ პერიოდში ვერ ვიპოვე ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იქნებოდა. თამილა და მე 6 წელია, ერთად ვართ და არაჩვეულებრივი, ჯანსაღი და ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება გვაქვს. გადასარევი დიასახლისი და მეუღლეა, ყველა ჩემს პრობლემას იზიარებს და გვერდით მიდგას. დღე და ღამე ფუსფუსებს და თავს დამტრიალებს. სასწაული მშობლები ჰყავს. მე და მამამისი გადაბმული მეგობრები ვართ და ხასიათებითაც ვგავართ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ზოგჯერ ყველაზე მძიმე ცოდვა არც სიტყვა და არც საქციელია, არამედ იგნორირება!“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი

🎥 გაიგე, რამდენად შეესაბამები პარტნიორს ენერგეტიკულად და სულიერად - თაკო მელიქიშვილის ვიდეომიმართვა

⭕„შვილის გაზრდა უნდა ისწავლებოდეს“ - ნატალია ქუთათელაძე

წყარო: tbiliselebi.ge