მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად დადის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.
გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.
მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.
იგი ამჯერად პოდკასტის „საიდუმლოს მიღმა“ სტუმარი იყო, სადაც ადამიანის გაცნობიერებაზე ისაუბრა:
„სინამდვილეში თომას სახარებაში არის ის მომენტი, როცა ღმერთი შენში უნდა ეძებო და შენში რომ უნდა ჩახვიდე, შიგნით სასუფეველიო, ზოგი იტყვის „იქ არისო“, ზოგი იტყვის „ცაშიაო“, „თუ ცაშიაო მაშინო ჩიტები უფრო მალე მივლენო“, „თუ მიწაშიაო მაშინო თევზებიო“. აბსოლუტურად შენშია და შენ თავში უნდა ეძებო. ეს არის გაცნობიერება, ანუ შიგნიდან უნდა გააცნობიერო, ეს ძალიან ძველი თემაა.
ჰერმესიზმშია „შეიცან თავი შენი“. ყველაფერი იწყება საკუთარი თავის გაცნობიერებიდან, შემდეგ ეს იდეა აიტაცეს საკმაოდ კარგად, გნოსტიკოსებმა. გაჩნდა დუალიზმის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ არის ბნელი და ნათელი. მთელი სამყარო ამ ორის ძალის ბრძოლის შედეგია. როდესაც დედამიწაზე იშვა ბოროტება, კაცობრიამაც შეიმეცნა რა იყო სიკეთე.
პირველი ტერმინი „შეიცან თავი შენი“ რას ნიშნავს, რა არის ეს? დღეს უამრავ რამეს გასწავლიან ფსიქოლოგიაში როგორ უნდა შეიცნო თავი შენი, ტყუილია, ყველაფერი, სულ სხვა რამეა, იმიტომ რომ შენ შეიცნობ იმ თავს, რომელიც აქ დადის ეგოს, ხასიათს, მეც ვერაფერს აბსოლუტურად. ისინი სხვანაირად აყალიბებდნენ ამ ყველაფერს, თვლიდნენ, რომ სამი ტიპობრივი ადამიანია, რომელიც სხეულში თავსდება მთლიანად და ის არის ადამიანი და არა ეს ფიზიკური სხეული. ოკულტისტები ამას ეძახდნენ ფიზიკურ, ემოციურ და ემანაციურ ადამიანებს, ფსიქიკას, ანუ სამი „მეს“ პოზიცია. პირველი „მე“ ეს მექანიკური ადამიანია, რომლის ცენტრიც ჭიპზეა. ენერგეტიკული ცენტრი ეს არის ჯიპი. ფსიქოსომატიკა ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: