Digest Logo

🎥 „რასაც მტრობა ანგრევს იმას სიყვარული აშენებს...“ - დეკანოზი შალვა კეკელია

1761823470
დეკანოზი შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგებიდან ამონარიდს გვიზიარებს:

„ქრისტე მოვიდა ცოდვილებისთვის, რომ ამ ადამიანების ცოდვები ეტვირთა, აეღო საკუთარ თავზე ეს ტვირთი და ესენი განეკურნა — ამიტომ მოვიდა ქრისტე. შენ თუ ქრისტიანი ხარ და ეს ყველაფერი გესმის, მტრობა რა არის ? მტრობა ჰო ცუდი საქციელია ანუ ცოდვილი მდგომარეობაა ამ ადამიანისა და შენ უნდა შეძლო, რომ ამ ადამიანს შეეწიო, დაეხმარო და მისთვის ილოცო, მას სთხოვო, რომ ღმერთი შეეწიოს ამ ადამიანს და დაეხმაროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გათავისება და გააზრება, უმნიშვნელოვანესია ეს.

წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს — წარმოიდგინეთ, თქვენ ახლა უბრალოდ თქვენს გონებაში დაუშვით, რომ — ადამიანი, რომელიც შენ გმტრობს, შენ რომ გეწინააღმდეგება და შენ მის მიმართ სიყვარულს, რომ გამოიჩენ, სიყვარულს რომ დაახვედრებ ამ ადამიანს. ნელ-ნელა შენი სიყვარული მის გულს ალბობს და რომ მოლბება მისი გული — შენს მოყვარედ, რომ გადაიქცევა. შენ მტრობას, რომ მტრობით არ უპასუხე და შენ, რომ სიყვარული დაახვედრე.

შენ ჰო ღმერთს კიდევ ერთი შვილი დაუბრუნე. შენ ჰო შეძელი, რომ შენი სიყვარულით, შენი საოცარი მაგალითით ღმერთს კიდევ ერთი შვილი უკან დაუბრუნე. შენ, რომ ქრისტიანობის მაგალითი მიეცი ამ ადამიანს, შენმა ამ მაგალითმა ამ ადამიანზე ისე იმოქმედა, რომ მისი ცხოვრება მთელი არსებით შეიცვალა. და შენ ერთი ადამიანი გამოასწორე ღვთის წინაშე, შენ ერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალე. მტრობით კი არა სიკეთით შეცვალე.

რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია — ეს ქართველებს მთელი არსებით გვესმოდა. ქართველები სულ ამ ბრძოლაში ვიყავით, სულ გვებრძოდნენ და ქართველ კაცს სულ ქრისტიანული აზროვნება ჰქონდა, ის ქრისტიანულ აზროვნებაში ცხოვრობდა, მისთვის ქრისტიანული აზროვნება იყო უმთავრესი რამ.

მან იცოდა, რომ რასაც მტრობა ანგრევს იმას სიყვარული აშენებს. იმას სიყვარული ამშვენებს, იმას სიყვარული ალამაზებს და სიყვარული საოცრად გარდაქმნის ამ ყველაფერს. ეს, რომ სიყვარულით გარდაქმნა - ჯერ შენში უნდა იყოს ეს სიყვარული, შენში უნდა დამკვიდრდეს ეს სიყვარული, შენ სწორი და მართალი სიყვარული უნდა ისწავლო“, - წერს ტაძრის ოფიციალური გვერდი ვიდეოზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მშვიდად განისვენე, ლაშა… შენი „ქვევრი“ აგრძელებს სიცოცხლეს შენით და შენს სახსოვრად“ - რესტორანი „ქვევრის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

⭕„თითოეულ ადამიანს აიძულებს, თვალებში შეხედოს საკუთარ სულიერ პრობლემებს...“ - რა გავლენას მოახდენს მერკურის რეტროგრადულობა ნოემბერში - ხატია ბედოშვილის ასტროპროგნოზი

⭕„მსოფლიო ჰოლივუდის დედოფალი“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე