Digest Logo

🎥 რატომ არ ჩანდა ეკრანზე ნინო ღავთაძე - დიდი პაუზის შემდეგ მომღერალი სცენას დაუბრუნდა

1709215214
 ნინო ღავთაძე

მომღერალი ნინო ღავთაძე, რომელმაც მუსიკალური ათწლედი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა დიდი ხნის განმავლობაში ეკრანზე არ გამოჩენილა.

ის ბავშვობიდან მღეროდა და უკრავდა, პირველი სიმღერის დაწერის მცდელობა 7 წლის ასაკში ჰქონდა, ამ დროს გააცნობიერა, თუ რაოდენ ორგანული იყო მისთვის მუსიკა. პირველი და სრულფასოვანი მუზა 19 წლის ასაკში ეწვია, რაც ასევე პირველი სიყვარულისგან მოდიოდა. სტუდიური ჩანაწერი 2003 წელს გაჩნდა – „არ გემდური“ შემდგომ იყო სიმღერა „ნავი“.

მომღერალი სცენას დაუბრუნდა. ის გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც ეკრანიდან გაქრობის მიზეზებზე ისაუბრა.