მსახიობი მაკა ძაგანია ოჯახთან ერთად რამდენიმე წელია საცხოვრებლად სოფელში გადავიდა და სოფლის მეურნეობაში მეუღლესთან ერთად აქტიურად არის ჩართული.
იგი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი გახლდათ, სადაც საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„პირველად პანდემიის დროს წამოვედით აქეთ და ჩავიკეტეთ. მერე ვიფიქრეთ რა უნდა გაგვეკეთებინა და პირველი მიწასთან შეხება იყო ბოსტანი. საოცარი თერაპია ყოფილა. ხალხი, რომ ფსიქოტროპულებს სვავს, ჩვენ ეს არ გვჭირდება სახლში ისეთი სიამოვნებისგან დაღლილი შედიხარ, რომ არაფრის თავი აღარ გაქვს. მერე, რომ უყურებ როგორ იზრდება ეს ნაყოფი, არის ერთი დიდი სიამოვნება“, - ამბობს მაკა ძაგანია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: