21 დაღუპული, ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – 13 ივნისის სტიქიიდან ცხრა წელი გავიდა.
სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.
მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი და სადაც სამწუხაროდ, დაიღუპა ზოოპარკის სამი თანამშრომელი.
სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.
დაღუპულებს დღეს დედაქალაქში 13 ივნისის მემორიალთან გაიხსენებენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სტილის ინსპირაციაა ეს ქალბატონი“ - როგორია დალი ჩიტალაძის ზაფხულის ლუქი
🎥 „ჩემ პრინცესას, პირველი სპექტაკლი აქვს“ - თამო ვაშალომიძის ერთი დღის ვლოგი შვილთან ერთად
⭕„უზომოდ მენატრები, უზომოდ მიყვარხარ“ - ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა