„გაიგე რა მოხდა?“,- ამ კითხვის შემდეგ შეიძლება საუბარი საათობითაც კი გაგრძელდეს. ზოგჯერ ამბავი საერთოდ არ გვეხება ჩვენ, მაგრამ მაინც გვაინტერესებს რა მოხდა, ვინ რა თქვა და რას ფიქრობენ ამაზე სხვები.
რატომ გვიზიდავს ჭორები და რატომ გვიყვარს სხვისი ამბის განხილვა, სად გადის ზღვარი ამბის გაზიარებასა და სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევას შორის, აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს:
„ადამიანი არის ბიოფსიქოსოციალური არსება, მეოთხე განზომილებაც აქვს, სულიერი და აი, სოციალური განზომილებაა სწორედ ეს, რომ ჩვენ გვაქვს, გვჭირდება კონტაქტები, ურთიერთობები, გვჭირდება ვიყოთ „ვალიდური“, საინტერესო და შესაბამისად, ვინც როგორ ახერხებს ისე იქცევს ყურადღებას.
ზოგადად, ჭორაობა შეიძლება იყოს მსუბუქი, არამავნებლური, მაგრამ ძირითადად, მაინც ერთი აკმაყოფილებს ინტერესის განცდას, მეორე დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ადამიანი საკუთრის სხვაში აღმოჩენას ეწევა ჭორაობით, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად კარგად ვხედავთ იმას, რაც ჩვენში ან განდევნილია, ან მივიწყებულია და სხვაგან რომ დაინახავ, ის საკმაოდ გაღიზიანებს და როგორ გამოხატო ეს გაღიზიანება მისი განხილვით, განკითხვით, დაკნინებით.
ადამიანს აქვს ეს ემოცია, ძალიან მნიშვნელოვანი ემოციაა, როგორც ყველა სხვა, არაფერი არ გვაქვს ჩვენ, ის რაც არ გვჭირდება“, - ამბობს მარინა კაჭარავა.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ, სულ ტყუილად!!!“ - მარიამ შარმანაშვილი მიმართვას ავრცელებს
⭕ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს