Digest Logo

„ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ, სულ ტყუილად!!!“ - მარიამ შარმანაშვილი მიმართვას ავრცელებს

1795501812
მარიამ შარმანაშვილი

ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოლს მარიამ შარმანაშვილს დაშორდა.

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი მარიამს აღნიშნულ თემაზე პირად შეტყობინებებში ნეგატიური შინაარსის წერილებს უგზავნიან, რაზედაც იგი „ინსტაგრამზე“ საუბრობს:

„ასეთებიც გვყავს სამწუხაროდ საზოგადოებაში, მიწასთან გასწორებულს ზემოდან რომ შედგებიან და ამით სიამოვნებას იღებენ...

ჰგონიათ, რომ რამეს გატკენენ...

დამიჯერეთ, ამ მდგომარეობაში უფრო მეტად ვეღარ მატკენთ, მაგრამ ერთი იცოდეთ, ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ, სულ ტყუილად, მალე იხილავთ მარიამს უფრო ძლიერს და ბედნიერს!!“, - წერს მარიამ შარმანაშვილი. 

ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე 2025 წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

⭕ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ნინო ჭელიძესა და მის 7 წლის შვილს დღეს დაკრძალავენ

⭕„ნუ დაგეგმავთ საქმეებს, სადაც მოგება გსურთ...“ - 24 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕