Digest Logo

„რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის თავდაჯერებულობა... მე რომ მისი 10 პროცენტი მქონოდა, ძალიან ძლიერი კაცი ვიქნებოდი“ - ანრი ბიბინეიშვილი ცოლზე

1731504232
 ანრი ბიბინეიშვილი

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ცოტა ხნის წინ ახალი ამპლუით მოგვევლინა - ის ტელეწამყვანი გახდა. 

როგორც თავად ამბობს, დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, რომ საკუთარი თავი ტელევიზიაში, წამყვანის ამპლუაში გამოეცადა და სრულიად შემთხვევით, POSTV-ზე „დღის პოსტის“ წამყვანი გახდა.

ახალი ამპლუა მსახიობს ძალიან მოეწონა.

„დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, რომ საკუთარი თავი ტელევიზიაში, წამყვანის ამპლუაში გამომეცადა და სრულიად შემთხვევით, POSTV-ზე „დღის პოსტის“ წამყვანი გავხდი. ჩემს ცხოვრებაში პირველად, ყველანაირი გამოცდილების გარეშე, პირდაპირი ეთერის წამყვანი აღმოვჩნდი. რაღა დავმალო, ძალიან მომეწონა.

პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რესპონდენტს შეიძლება, ათი ადამიანი გაკვირდებოდეს, წამყვანის ამპლუაში კი გაცილებით მეტის ყურადღების ცენტრში ხარ, ამიტომ მეტი დაფიქრება გმართებს. მე ასე მგონია.

– რომანტიკული მეუღლე ხარ?

რომანტიკული განა არ ვარ, ვერ ვარ. უფრო სწორად, ყოველდღიურობაში ვერ ვარ, თორემ ისე – კი. შეიძლება, ყოველდღე ვერ მივიტანო სახლში ყვავილი ან ვერ შევამკო მეუღლე მაღალფარდოვანი და საოცარი სიტყვებით, თუმცა გამონათებები მაქვს და თუ ეს რომანტიკულობას ნიშნავს, მაშინ – კი ბატონო. შეიძლება, კვირაში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ გამორჩეული და განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთო, შეიძლება, სასეირნოდ წავიდეთ, სავახშმოდ ან, უბრალოდ, დავსხდეთ და ერთმანეთს თვალებში ვუყუროთ ან ვისაუბროთ. ჩემი რომანტიკულობა არც მატერიალურ საჩუქრებში გამოიხატება და არც არამატერიალურში. ჩემი რომანტიკულობა უფრო მეტია ან არაფერი, ან არაფერი და იმავდროულად, ყველაფერი.

– როგორი გოგოა ანრის მეუღლე?

ერთადერთი და განუმეორებელი. ერუდირებული, ძალიან წიგნიერი და განათლებული, მშვიდი და გაწონასწორებული, მტკიცე და საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული, მოკლე და ლაკონიური და რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის თავდაჯერებულობა. მე რომ ჩემი მეუღლის თავდაჯერებულობის 10 პროცენტი მქონოდა, ძალიან ძლიერი მამაკაცი ვიქნებოდი“, - ამბობს ანრი ბიბინეიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ლომი - ქედმაღალია, კურო - ჯიუტი“ - რა არის თქვენი ნაკლი ზოდიაქოს მიხედვით 12-ვე ნიშნის დახასიათება

„ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, მე და ნანი კი, ერთად ვართ, თუმცა ბავშვებიც ხშირად გვსტუმრობენ“ - რას ჰყვება ეკა მამალაძე

🎥 „არ გავაფრენდე ბედნიერებით, ღმერთო... მართას და ბებოს ოცნების შეხვედრა შედგა!“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე შარვაძე

წყარო: tbiliselebi.ge